stopachka / stopablog-archived

[Archive] The blog, powered by OneGraph : )
https://www.stopa.io
6 stars 1 forks source link

Რას მოისურვებდი რომ გცოდნოდა #266

Open stopachka opened 4 years ago

stopachka commented 4 years ago

(For my english readers: To improve my Georgian, I translated my favorite essay: PG's "What you'll wish you'd known." His ideas have had a significant influence on me, and this is the essay I wish I could share with the most number of people. I highly suggest you check it out)

პაულ გრაჰმი არის საუკეთესო პროგრამისტი, ესეების მწერალი და ბიზნესმენი. მან გამოიგონა პირველი "web application" 1995-ში. ასევე შექმნა "Y-Combinator", საიდანაც უმეტესობა ამერიკის მილიარდიანი კომპანიები დაიბადა: "Airbnb", "Stripe", ა.შ.

ეს ესე არის ყველა "ცელქი" ადამიანისთვის. სკოლის დამთავრების შემდეგ, რა უნდა ქნა, რომ დიდ საქმეებს მიაღწიო? სწორედ ამ ესეს შეუძლია ამ კითხვაზე გაგცეთ პასუხი. ეს ესე ყმაწვილებისთვის არის დაწერილი, მაგრამ ახლაც ამის კითხვისას, თავში ახალი აზრები მებადება. ვცადე ამ ესეს გადათარგმნა და იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ. ქართულს გადასარევად არ ვფლობ, ამიტომაც თუ მოგინდებათ ჩემი ნათარგმნის რედაქტირება, ინებეთ ლინკი. ასევე, თუ ფიქრობთ, რომ ვინმეს მოეწონება, გააზიარეთ 🙂


Რას მოისურვებდი რომ გცოდნოდა

2005 წლის იანვარი   (ეს დავწერე სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის, მაგრამ არასდროს გამომიყენებია, რადგან სკოლის ხელმძღვანელობამ ჩემ მიწვევის გეგმას ვეტო დაადო.)   Ჩემს მეგობრებს გაუკვირდათ, როდესაც ვუამბე, რომ სკოლის გამოსაშვებზე სიტყვით გამოსვლას ვაპირებდი. რას ეტყვით სკოლის მოსწავლეებს?  მაშინ მათ ვკითხე, რას ისურვებდით თქვენთვის რომ ვინმეს ეთქვა,  სკოლაში ყოფნის დროს? მათი პასუხები საოცრად მსგავსი აღმოჩნდა. ამიტომ გიამბობთ იმას, თუ რას ვისურვებდით, რომ ვინმეს ჩვენთვის ეთქვა.   იმის მოყოლით დავიწყებ, რისი ცოდნა თქვენთვის არ არის აუცილებელი სკოლაში სწავლის დროს: რა გინდა რომ ცხოვრებაში გააკეთო. Ხალხი მუდმივად ამას გეკითხება და ამიტომ ფიქრობთ, რომ პასუხი უნდა გქონდეთ, Მაგრამ ზრდასრული ადამიანები ამას საუბრის დასაწყისშივე გეკითხებიან. Მათ სურთ გაიგონ, როგორი ადამიანი ხარ და ეს კითხვა მხოლოდ იმისთვისაა, რომ აგალაპარაკონ. ეს ჰგავს კიბორჩხალას, რომლისთვისაც ჯავშანზე ჯოხის მირტყმის შემდეგ აკვირდები მის ქცევას.   Მე რომ დავბრუნებულიყავი სკოლაში და ეკითხათ ჩემს მომავალ გეგმებზე, ვუპასუხებდი, რომ ჩემი პრიორიტეტი შესაძლებლობების შესწავლა იყო. არ არის საჭირო იჩქაროთ თქვენი ცხოვრების საქმიანობის არჩევაში. უბრალოდ უნდა აღმოაჩინო რა მოგწონს. თუ გინდა იყო კარგი იმაში რასაც აკეთებ, მაშინ უნდა გააკეთო ის რაც მოგწონს.   შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არაფერია იმაზე მარტივი, ვიდრე გადაწყვიტო რა მოგწონს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ძალიან რთულია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ძნელია განსაზღვრო სხვადასხვა პროფესიის რეალური სახე. იყო ექიმი არ არის იგივე, როგორც ტელევიზორშია ნაჩვენები. საბედნიეროდ შეგიძლია უყურო ნამდვილ ექიმებს, თუ სააავადმყოფოებში მოხალისედ იმუშავებ. [^1]   Მაგრამ არსებობს სხვა პროფესიებიც, რომელთა შესახებ ვერაფერს ისწავლი, რადგან ჯერ ამას არავინ აკეთებს. უმეტესობა იმ საქმიდან, რაც მე გამიკეთებია ბოლო ათი წლის განმავლობაში, უბრალოდ არ არსებობდა ჩემი სწავლის პერიოდში. მᲡოფლიო სწრაფად იცვლება და სიჩქარე, რომლითაც ის იცვლება, თავათ ჩქარდება. ასეთ სამყაროში არ არის კარგი აზრი ფიქსირებული გეგმების შედგენა.   ყოველ მაისს, მთელ ქვეყანაში ორატორები სტანდარტული სიტყვით გამოდიან თემაზე: არ დანებდე შენი ოცნებისთვის. ვიცი რასაც გულისხმობენ, მაგრამ სწორად არ არის გადმოცემული სათქმელი, რადგან ეს გულისხმობ, რომ თქვენ ვალდებული ხართ შეასრულოთ გეგმა, რომელიც ადრე დაისახეთ. კომპიუტერულ სამყაროში ამას, ნაადრევი ოპტიმიზაცია” ეწოდება, რაც ტრაგედიის სინონიმია. უმჯობესი იქნებოდა, უბრალოდ ეთქვათ, არ დანებდეთ.     Რასაც ისინი ნამდვილად გულისხმობენ არის ის, რომ მორალურად არ დაეცე. არ იფიქრო, რომ შენ არ შეგიძლია გააკეთო ის, რაც სხვებს შეუძლიათ. მეც თანახმა ვარ, რადგან სათანადოთ უნდა შეაფასო შენი შესაძლებლობა. ადამიანები, რომლებსაც დიდი მიღწევები აქვთ, შორიდან გამოიყურებიან როგორც სხვა რასის წარმომადგენლები. ბიოგრაფების უმეტესობა მხოლოდ აჭარბებს ამ ილუზიას, ნაწილობრივ მათი თაყვანისმცემლური დამოკიდებულებით და ნაწილობრივ იმით, რომ მათ იციან საბოლოო შედეგი და თავს ვერ იკავებენ ისტორიის შელამაზებისაგან, სანამ არ გამოჩდება რომ ობიექტის ცხოვრება იყო ბედისწერა, გენიის უბრალო გამოვლინება. Სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ თექვსმეტი წლის შექსპირი ან ეინშტეინი რომ გყოლოდათ სკოლაში, ისინი იქნებოდნენ შთაბეჭდავები, მაგრამ დიდად არ იქნებდონენ განსვავებული თქვენი სხვა მეგობრებისგან.   ეს არაკონფორტული აზრია. თუ ისინი ისეთები იყვნენ, როგორიც ჩვენ, ესეიგი მათ მოუწიათ თავდაუზოგავი შრომა, რომ მიეღწიათ იმას, რასაც უკვე მიაღწიეს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გვჯერა გენიოსების. ეს გვაძლევს მიზეზს, რომ ვიყოთ ზარმაცები. თუ ამ ადამიანებმა შეძლეს ექნათ ის რაც ქნეს, რაღაც მაგიური შეკსპირიანობით ან ეინშტეიანობით, მაშინ ჩვენი ბრალი არაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რაღაც მაგდაგვარი რამის გაკეთება.   Მე არ ვამბობ, რომ გენიოსობა არ არსებობს,მაგრამ ორი თეორიიდან არჩევანს თუ აკეთებ და ერთ-ერთი გაძლევს გამართლებას, რომ იყო ზარმაცი, ალბათ მეორე არის ჭეშმარიტი   ჯერჯერობით სტანდარტული მიმართვა ,,არ დანებდე შენ ოცნებას”, დავიყვანეთ ,,რაც სხვას შეუძლია, შენც შეგიძლიაზე”, მაგრამ საჭიროა ამ მოსაზრების განხილვა. არსებობს ცვალებადობა პიროვნების ბუნებრივ შესაძლებლობებში. ადამიანების უმეტესობა მის მნიშვნელობას ზედმეტად აფასებს, მაგრამ ის ნამდვილად არსებობს. Მე რომ ვსაუბრობდე ოთხი-ფუტის სიმაღლის ბიჭთან, რომლის ამბიცია არის NBA-ში თამაში, თავს სულელად ვიგრძნობდი, რომ მეთქვა, მას ყველაფრის მიღწევა შუეხლია, თუ ნამდვლად მოინდომებს. [^2]   Ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სტანდარტული მიმართვა :,,ის რისი გაკეთებაც შეუძლია სხვას შენნაირი შესაძლებლობებით, შენც შეიგძლია გააკეთო და ნაკლებათ არ შეაფასო შენი შესაძლებლობები.”, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, რაც უფრო უახლოვდები ჭეშმარიტებას, მით უფრო რთული ხდება გააზრება. Ჩვენ გამოვიყენეთ მარტივი, მაგრამ არასწორი სლოგანი და ტალახის გუბეში გადავაქციეთ.  ეს უკვე არ წარმოადგენს კარგ მიმართვას, მაგრამ კიდევ უარესი ისაა, რომ  ეს აღარ გეუბნება, თუ რა უნდა გააკეთო. ვინ შენი შესაძლებლობებით?  Რა არის შენი შესაძლებლობები?  

ქარის წინააღმდეგ

  მე ვფიქრობ, გამოსავალი არის სხვა მიმართულებით მუშაობა. იმის ნაცვლად, რომ იმუშაო მიზნიდან გამომდინარე, იმუშავე პერსპეკტეული სიტუაციებიდან. ყოველშემთხვევაში, ეს ზუსტად ის არის, რასაც აკეთებს უმეტესობა წარმატებული ადამიანი.   გამოსაშვებზე მიმართვის აზრით, სტუდენტმა უნდა გადაწყვიტოს, სად უნდა იყოს 20 წელიწადში და დასვას კითხვა: რა უნდა გავაკეთო ახლა, რომ მივიდე მაგამდე? Მე გთავაზობთ, იმის ნაცვლად, რომ თქვენ  მიეჯაჭვოთ სამომავლო მიზანს, უბრალოდ დააკვირდით არსებულ ვარიენტებს და აირჩიეთ ის, რაც შემდგომ მოგცემთ ყველაზე პერსპეკტიულ ვარიანტებს.   არც ისე მნივშნელოვანია კონკრეტულად რაზე მუშაობ, თუ არ კარგავ შენ დროს. იმუშავე იმაზე რაც შენთვის საინტერესოა, გაზარდე შენი შესაძლებლობები და მოგვიანებით იმაზე იდარდე, თუ რომელ ვარიანტს აირჩევ.   Წარმოიდგინე რომ პირველკურსელიხარ, რომელიც მათემათიკის ან ეკონომიკის სპეციალიზაციის გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. Რომ დაფიქრდე, Მათემათიკა უფრო მეტ არჩევანს მოგცემს: შენ შეგიძლია თითქმის ყველა მიმართულებით წასვლა მათემათიკიდან. თუ თქვენი სპეციალიზაცია არის მათემატიკა, თქვენთვის ადვილი იქნება ეკონომიკის ასპირანტურაში ჩაბარება, მაგრამ თუ თქვენი სპეციალაზაცია არის ეკონომიკა, თქვენთვის რთული იქნება მათემათიკის ასპირანტურაში ჩაბარება.   Პლანერით ფრენა კარგი მეტაფორაა ამ შემთხვევაში. იმის გამო რომ პლანერს არ აქვს ძრავა, შეუძლებელია ქარის მიმართულებით იფრინო, სიმაღლის დაკარგვის გარეშე. თუ თავს უფლებას მისცემთ გაფრინდეთ შორს ქართან ერთად, დაშვების კარგი ადგილის მოსაძებნად, თქვენი არჩევანი იფარგლება არაკომფორტულით. Როგორც წესი, შენთვის უკეთესია ქარის საწინაამდეგოდ ყოფნა.  ეს არის ის, რასაც მე გთვაზობ, როგორც ალტერნატივა ,,არ დანებდე შენ ოცნებისთვის”. დარჩი ქარის საწინაამდეგოდ.   Როგორ უნდა შევძლოთ ეს? Მაშინაც კი, თუ მათემათიკა ეკონომიკასთან მიმართებაში არის ქარის საწინააღმდეგოდ ფრენა, საიდან უნდა იცოდეს ეს სკოლის მოსწავლემ?   Სიმართლე გითხრათ, არსაიდან. ეს არის Ზუსტად ის, რისი გაარკვევაც შენ გჭირდება. ეძებეთ ჭკვიანი ადამიანები და რთული ამოცანები. ზოგადად, ჭკვიანი ხალხი იკრიბება ერთად და თუ ასეთ ჯგუფს იპოვი, ალბათ ღირებული იქნება, რომ შეურთდე მათ, Მაგრამ ასეთი ჯგუფების პოვნა არც ისე ადვილია, რადგან გარშემო ბევრი სიყალბეა.   უნივერსტიტეტის დასაწყისში, ყველა სტუდენტისთვის ფაკულტეტი ერთნაერად გამოიყურება. ყველა პროფესორი არის უსიამოვნოდ ინტელექტუალური და აქვეყნებენ გაუგებარ სტატიებს. Მიუხედავად ამისა, ზოგიერთ სფეროში ნაშრომები გაუგებარია, რადგან ისინი სავსეა რთული იდეებით, სხვა სფეროს ნაშრომები შეგნებულად დაწერეს დამაბნეველი ენით, რომ ისე ჩანდეს, თითქოს რამე მნიშვნელოვანია დაწერილი. ეს შეიძლება სკანდალურ წინადადებად ჩანდეს, მაგრამ ის ექსპერიმენტულურად დაადასტურა ცნობილიმა საზოგადოებრივ ტექსტის საქმემ, რადგან ფიზიკოსი ეჭვობდა, რომ ლიტერატურის თეორიტიკოსების მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები ხშირად ინტელექტუალურული ჟღერადობის სისულელეა. ფიზიკოსმა განზრახ დაწერა ინტელექტუალური ჟღერადობის სისულელეებით სავსე ნაშრომი და წარუდგინა ლიტერატურული თეორიის ჟურნალს, რომელმაც ის გამოსცა.   Საუკეთესო დაცვა ამისგან არის, მუდმივად რთულ პრობლემზე მუშაობა. Მოთხრობების წერა რთულია. Მოთხრობების კითხვა არა. სირთულე ნიშნავს მღელვარებას: თუ არ ნერვიულობ იმაზე, რომ რასაც აკეთებ, ცუდად გამოვა, ან ვერ შეძლებ იმის გაგებას, რასაც სწავლობ, მაშინ ეს არ არის საკმარისად რთული პრობლემა. ყოველთვის უნდა იყოს რაღაც გაურკვეველი.   თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს სამყაროს მკაცრი ხედვაა, მაგრამ მე გეუბნებით, რომ უნდა ინვერვიულოთ? დიახ, მაგრამ ეს არც ისე ცუდია როგორც ისმის. Წუხილის  გადალახვა გამამხნევებელია. იშვიათად თუ დაინახავ ბევრად უფრო ბედნიერ სახეებს, ვიდრე იმ ადიამანებისას, რომლებმაც ოქროს მედლები მოიგეს. იცით, თუ რატომ არიან ისინი ასეთი ბედნიერები? შვება იგრძნეს..   Მე არ ვამბობ რომ ეს არის ბედნიერების ერთადერთი გზაა. უბრალოდ წუხილის ზოგიერთი სახეობა არც ისე ცუდია როგორც ჩანს.  

ამბიცია

  Პრაკტიკაში, ,,იყავით ქარის საწინააყმდეგოდ” დავიდა, იმუშავე რთულ ამოცანებზე” და შენ შეგიძლია დღესვე დაიწყო. Ვისურვებდი, რომ ეს მცოდნოდა სკოლის დროს.   ადამიანების უმრავლესობას უნდათ, რომ  იყვნენ კარგები იმაში რასაც აკეთებენ. ე.წ. ,,რეალურ სამყაროში” ეს მოთხოვნილება ძლიერი ძალაა, მაგრამ სკოლის მოსწავლეები იშვიათად ღებულობენ სარგებელს ამით, რადგან მათ აიძულებენ გააკეთონ რაღაც ყალბი. როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი თავი დავარწმუნე იმაში, რომ ჩემი მოვალეობაა კარგი მოსწავლედ ყოფნა. მე დავიკმაყოფილე მოთხოვნილობა,  იმით, რომ სკოლაში კარგად ვსწავლობდი.   Ჩემთვის რომ გეკითხათ, რაშია განსხვავება სკოლის ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის, მე ვიტყოდი, რომ ზრდასრულებს უწევთ ფულის შოვნა, მაგრამ ეს არასწორია. განსხვავება იმაშია, რომ ზრდასრულები იღებენ პასუხისგებლობას საკუთარ თავზე. ფულის შოვნა მხოლოდ მცირე ნაწილია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ინტელეკტუალური პასუხისმგებლობების აღება საკუთარ თავზე.   თუ ისევ მომიწევდა საშუალო სკოლის გავლა, მე მას აღვიქვავდი, როგორც დროებით სამუშაოს. Მე არ ვგულისხმობ სკოლაში დასვენებას. დროებით სამსახურში მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ საქმეს ცუდათ გააკეთებ. ეს ნიშნავს, რომ შენ თავს არ განსაზღრავ ამ საქმით. მე იმას ვგულისხმობ, რომ არ ვიფიქრებდი ჩემს თავზე, როგოც უფროს კლასელ მოსწავლეზე, იგივე ნაირად როგორც მუსიკოსი, რომელიც დღეგამოშვებით მუშაობს მიმტანად, მაგრამ თავს არ მიიჩნევს ამ პროფესიის წარმომადგენლად. [^3] იმ დროს, როდესაც მე არ ვიქნებოდი ამ სამსახურში, მე დავიწყებდი რეალური საქმის კეთებას.   როდესაც ხალხს ვეკითხები, რას ნანობენ ყველაზე მეტად საშუალო სკოლის შესახებ, თითქმის ყველა ერთსა და იმავეს ამბობს: ისინი ნანობენ, რომ ამდენი დრო ტყუილად დაკარგეს. თუ თქვენ გაინტერესებთ, რას აკეთებ ახლა, მომავალში მოგვიანებით ინანებთ, ალბათ ეს არის პასუხი. [^4]   Ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ეს გარდაუვალია, რაეგან სკოლის მოსწავლეებს ჯერ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, Მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა. ამის მტკიცებულება ის არის, რომ თქვენ მოგბეზრდათ. ალბათ 8 წლის ასაკში არ მოგბეზრდებოდათ, როდესაც 8 წლის ხარ, სიტყვა “ჰენგაუთის”- ის ნაცვლად, “თამაშს” იყენებ, მაგრამ ეს იგევეა. Როდესაც 8 წლის ვიყავი, იშვიათად ვიყავი მოწყენილი. Მომეცი ეზო, რამდენიმე ბავშვი და მე შემეძლომთელი დღე მეთამაშა.   ახლა ვაცნობიერებ, რომ მიზეზი, რის გამოც საშუალო და მაღალ კლასებში ასეთ თამაშმა თავისი მიმზიდველობა დაკარგა, ისაა, რომ მე უკვე მზად ვიყავი სხვა სიახლეებისთვის. ბავშვობა რჩებოდა წარსულში.   მე არ ვამბობ, რომ არ უნდა გაერთოთ მეგობრებთან ერთად და უნდა გახდეთ პატარა რობოტები, იუმორის გრძნობის გარეშე, რომლებიც მხოლოდ მუშაობენ. მეგობრებთან გართობა შოკოლადის ტორტს გავს. ის უფრო მოგწონთ, როდესაც დროდადრო მიირთმევთ და არა მაშინ, როცა ტორტი კვების რაციონის მთავარ კომპონენტად ითვლება. როგორც არ უნდა მოგწონდეს შოკოლადის ტორტი, მისი მესამეჯერ ჭამის შემდეგ გული აგერევათ. Სწორედ ამ სისუსტეს  გრძნობენ უფროს კლასელები: ტვინის ,,გულისრევის” შეგრძნენბას. [^5]   Შეიძლება ფიქრობთ, რომ კარგი შეფასების მიღებაზე მეტი უნდა გავაკეთოთ. Ჩვენ უნდა გავაკეთოთ სასწავლო პროგრამაზე მეტი, Მაგრამ თქვენ თვითონ იცით მშვენივრად რამდენად ყალბია ეს. ქველმოქმედება არის მშვენიერი რამ და არც რთული. ამით ვერ მიაღწევთ რაიმე მიზანს. Მიზნის მიღწევაში ვგულისხმობ, მაგალითად, როდესაც ადამიანი სწავლობს ესეს კარგად წერას, ან კომპიუტერების პროგრამირებას, ან შეისწავლის, თუ როგორი იყო ცხოვრება წინა-ინდუსტრიულ საზოგადოებებში, ან ისწავლის პორტრეტების დახატვას. ეს ყველაფერი იშვიათად არის ნახსენები კოლეჯის მისაღებ აპლიკაციაში.  

კორუპცია

  Სახიფათოა ცხოვრების მიმართვა მხოლოდ კოლეჯში ჩაბარებაზე, რადგან ადამინები, რომლებზეც თქვენ უნდა მოახდინოთ შთაბეჭდილობა კოლეჯში  მოსახვედრად არ წარმოადგენენ ძალიან გამჭრიახ აუდიტორიას. Პროფესორები კი არ წყვეტენ შენ მოხვედრას სასწავლებელში, ამას წყვეტენ მიმღები კომისიის წევრები, რომლებიც არც ისე ჭკვიანები არიან. ისინი ინტელექტუალური სამყაროს სერჟანტები არიან. Მათ არ შეუძლიათ გითხრან თუ რამდენად ჭკვიანი ხარ. Მოსამაზადებელი სკოლების არსებობა არის ამის დასტური.   არც თუ ბევრი მშობელი გადაიხდიდა დიდ თანხას იმაში რომ შვილებმა ისეთ სკოლაში იარონ, რომელიც არ ზრდის მათვის ჩაბარების შანსებს. Მოსამზადებელი სკოლები ღიად აცხადებენ რომ ეს მათი მიზანია. Მაგრამ რას ნიშნავს ეს თუ დაფიქრედბით, არის ის, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ მიღების პროცესი: მათ შეუძლიათ ბავშვი უფრო მიმზიდველ კანდიდატატ წარადგინონ, ვიდრე ის რომ დადიოდეს ადგილობრივ უბრალო საჯარო სკოლაში [^6].   ახლა, უმეტესობა ფიქრობთ, რომ თქვენი მთავარი სამუშაო არის ის რომ იყოთ პოტენციურათ კარგი აპლიკანტი. Მაგრამ ეს ნიშნავს, რომ შენს ცხოვრებას მიმართავ ისეთი უაზრო პროცესის დასაკმაყოფილებლად, რომლის დამხობასაც მთელმა ინდუსტრიამ მიუძღვნა თავი. გასაკვირი არ არის რომ ხდებით ცინიკოსი. Სისუსტე, რომელსაც გრძნობ ისეთივეა, როგორსაც სატელევიზიო გადაცემის რეჟისორი ან თანბაქოს ინდუსტრიის ხელმძღვანელი. თანაც საკმარის თანხას არ გიხდიან.   Რა უნდა გააკეთო? ის რაც არ უნდა გააკეთო -- მოაწყო  ამბოხი. ეს ზუდად ის არის, რაც მე გავაკეთე და ეს შეცდომა იყო. Ზუსტად ვერ გავაანილზე რა გვემართებოდა, მაგრამ მივხვდი რომ საქმის კარგი სუნი არ ასდიოდა. უბრალოდ დავნებდი. მსოფლიო ჭაობშია, თავი რატომ შევიწუხო?   როდესაც აღმოვაჩინე რომ ერთ-ერთი ჩვენი მასწავლებელიც კი იყენებდა “შპარგალკას”, სხვას არც ველოდი. Რა თქმა უნდა, რომ ამ გაკვეთილზე კარგ ქულასაც ფასი არ ექნება.   Რეტროსპექტურად ეს სისულელე იყო. თითქოს ვიღაცამ წესები დაარღვია ფეხბურთის თამაშის დროს, და შენ გამწარებით დატოვე სტადიონი პროტესტის ნიშნად. დარღევები ხდება. Მაგრამ ამ დროს Მთავარია არ დაკარგო კონტროლი. უბრალოდ გააგრძელე თამაში.   ამ მდგომარეობაში ჩაყენებით საზოგადოებამ არაკეთილსინდისიერი თამაში ითამაშა შენთან. დიახ, როგორც ვარაუდობთ,  ბევრი  იმისაგან, რასაც სწავლობთ,  უბრალოდ სისულელეა. და ასევე, როგორც თქვენ ეჭვობთ, კოლეჯში მიღების პროცესი მეტწილად თვალთმაქცობაა. მრავალი დარღვევის მსგავსად, ეს უნებლიე იყო. [^7] ასე რომ, უბრალოდ განაგრძე თამაში.   მეამბოხეობა თითქმის ისეთივე სისულელეა, როგორც მორჩილება. Ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარ თავს საზღვრავთ იმით, თუ რას გეუბნებიან რომ გააკეთო. ვფიქრობ, საუკეთესო გეგმაა პერპენდიკულარულ ვექტორზე გადასვლა. ნუ გააკეთებ მხოლოდ იმას, რასაც გეუბნებიან და ნუ იტყვი უბრალოდ უარს. ამის ნაცვლად, მოექეცით სკოლას როგორც დროებით სამუშაოს. როგორც ხდება ხოლმე დროებით სამუშაოზე, ის საკმაოდ  სასიამოვნოა. სამ საათზე უკვე თავისუფალი ხართ და სკოლაში ყოფნის დროსაც კი შეგიძლიათ საკუთარი საქმით დაკავდეთ.  

ცნობისმოყვარეობა

  და რა უნდა იყოს თქვენი ნამდვილი სამუშაო? თუ არ ხართ მოცარტი, ეს თქვენი პირველი ამოცანაა: სად შეიძლება გაკეთდეს კარგისაქმეები? რომელ სფეროებში მუშაობენ შთამბეჭდავი ადამიანები? და რაც მთავარია, რა გაინტერესებს? სიტყვა "ნიჭს" შეცდომაში შეჰყავს, რადგან ის გულისხმობს რაღაცას თანდაყოლილს. Ნიჭის მიდრეკილების ყველაზე ძლიერი სახეობა არის საკითხისადმი დაუოკებელი ინტერესი და ეს ინტერესი ხშირად შეძენილი გრძნობაა.   ამ იდეის დამახინჯებულმა ვერსიამ პოპულარულ კულტურაში გაჟონა სიტყვით "ვნება". მე ცოტა ხნის წინ ვნახე რეკლამა მიმტანებისთვის, სადაც იყო ნათქვამი, რომ მათ სურდათ ადამიანები, რომლებსაც აქვთ "მომსახურების ვნება". მაგიდის მომსახურებას ვერ დაარქმევ ვნებას. და ვნება ცუდი სიტყვაა მისთვის. ცნობისმოყვარეობა საუკეთესო სიტყვა იქნებოდა   ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან, მაგრამ მე სხვა სახის ცნობისმოყვარეობას ვგულისხმობ. ბავშვების ცნობისმოყვარეობა ფართოა და არა არის ღრმა; ისინი კითხულობენ "რატომ" სრულიად შემთხვევითი ფორმით ყველაფერზე. უფროსების უმეტესობაში ეს ცნობისმოყვარეობა მთლიანად არის განლეული. ასეც უნდა იყოს: შეუძლებელია რაიმეს გაკეთება, თუ ყველაფერზე კითხულობ "რატომ". მაგრამ ამბიციურ ზრდასრულს იმის ნაცვლად რომ განიხილოს ცნობისმოყვარეობა, ის  ხდება ვიწროდმიმართული და ღრმა. ბინძური ზედაპირი გარდაიქმნება ანკარა წყაროდ.   ცნობისმოყვარეობა სამუშაოს თამაშად აქცევს. აინშტაინისთვის ალბათობის თეორია არ ყოფილა  რთული საგნებით სავსე წიგნად, რომელიც მას უნდა ესწავლა გამოცდისათვის. ის იყო ამოცანა, რომლის გადაწყვეტასაც ის ცდილობდა. ასე რომ, სავარაუდოდ,  მისთვის უფრო ადვილი იყო მისი აღმოჩენა, ვიდრე სხვისთვის მისი სწავლა სკოლაში.   ერთ-ერთი ყველაზე საშიში ილუზიას რომელსაც იძენთ სკოლაში სწავლის პერიოდში, განისაზღვრება იდეაში, რომ კარგისაქმეების კეთება მოითხოვს მკაცრ თვითდისციპლინას. საგნების უმეტესობა ისწავლება  ისეთი მოსაწყენი მეთოდიებითთ, რომ მხოლოდ თვითდისციპლინის მეშვეობით შეგიძლიათ გაიაროთ. ასე რომ, მე ვიყავი გაოცებული, როდესაც კოლეჯში სწავლის დაწყებისთანავე ვიტგენშტეინის ციტატა წავიკითხე, რომ მას საერთოდ არ გააჩნდა თვითდისციპლინა და მას არასდროს შეეძლო უარის თქმა საკუთარი თავისათვის არაფერზე, თუნდაც ფინჯან ყავაზეც.   ახლა მე უამვრავ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც შესანიშნავად ასრულებენ საქმეს და ისინი მსგავსები არიან ამაში. მათ სუსტი დისციპლინა აქვთ. ისინი ყველაფერს საშინლად აჭიაუნერებენ და თითქმის ვერ ახერხებენ თავს დააძალონ აკეთონ რაიმე, რაც მათ არ აინტერესებთ. ერთ-ერთმა მათგანმა ჯერ კიდევ არ გააგზავნა მადლობის ბარათები მისი ქორწილის, რომელიც ოთხი წლის წინ იყო. სხვას აქვს 26,000 წერილი ელ.ფოსტაზე.   მე არ ვამბობ, რომ თქვენ სრულად არ გესაჭიროებათ თვითდისციპლინა. ვფიქრობ, იმდენი დისციპლინა გესაჭიროება, რამდენიც აუცილებელია რომ სირბილი დაიწყოთ. მე ხშირად მეზარება სირბილი,  მაგრამ მას შემდეგ, რაცა დავიწყებ,  სირბილი სიამოვნებას მანიჭებს. თუ რამდენიმე დღე არ დავრბივარ, თავს კარგად ვერ ვგრძნობ. იგივე სიტუაციაა ადამიანებთან, რომლებიც კარგ საქმეებს აკეთებენ. მათ იციან, რომ ცუდად იგრძნობენ თავს, თუ არ იმუშავებენ, ამიტომ ისინი საკმაოდ დისციპლინირებულნი არიან საქმის დაწყებისას, და შემდეგ ინტერესი იწყებს დომინირებას და დისციპლინა აღარ არის საჭირო.   როგორ ფიქრობთ, შექსპირმა კბილების ჭრაჭუნით და  დიდი მცდელობით ცდილობდა დაეწერა თავისი დიდებული ლიტერატურა? რათქმაუნდა არა. ის იღებდა სიამოვნებას. ამიტომ არის ის ასეთი კარგი.   თუ გსურთ რაიმე კარგის გაკეთება, გესაჭიროება დიდი ცნობისმოყვარეობა, ინტერესი რაიმე პერსპექტიული თემის საკითხში. აინშტეინისთვის კრიტიკული მომენტი იყო, როდესაც მან მაქსველის განტოლებები დაათვალიერა და იკითხა: რა ჯანდაბა ხდება აქ?   პროდუქტიული კითხვის პოვნას შეიძლება წლები დასჭირდეს, რადგან მრავალი წლის განმავლობაში შეიძლება ძიება, თუ რაშია საქმე. როგორც უკიდურესი მაგალითი, მოდით განვიხილოთ მათემათიკა. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ მათემატიკა სძულთ, მაგრამ მოსაწყენი საქმეები, რასაც სკოლაში აკეთებ “მათემათიკის” სახელით, სულაც არ ჰგავს იმას, რასაც ნამდვილი მათემატიკოსები აკეთებენ.   დიდმა მათემატიკოსი გ.გ. ჰარდიმ თქვა, რომ მასაც  არ უყვარდა მათემატიკა სკოლაში. მან ის მხოლოდ იმიტომ აირჩია, რომ სხვა მოსწავლეებთან შედარებით მას ის უკეთესად გამოზდიოდა. მხოლოდ მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ მათემატიკა საინტერესო იყო - მხოლოდ ამის შემდეგ მან დაიწყო კითხვების დასმა, ნაცვლად მათზე უბრალოდ სწორი პასუხის გაცემისა.   როდესაც ჩემი მეგობარი წუწუნებდა, რომ მას უნდა დაეწერა დავალება სკოლისთვის, დედამისი  ეუბნებოდა: იპოვე გზა, რომ საინტერესოდ გააკეთო ის, რისი გაკეთებაც გჭირდება: იპოვე კითხვა, რომელიც სამყაროს გახდის საინტერესოს. ადამიანები, რომლებიც დიდ საქმეებს აკეთებენ, იგივე სამყაროს უყურებენ, როგორც ყველა დანარჩენი, მხოლოდ ისინი ამჩნევენ უცნაურ დეტალს, რომელიც ძალზე იდუმალია.   და ეს არაა მხოლოდ ინტელეკტუარულ საკითხებში. ჰენრი ფორდის დიდი კითხვა იყო: რატომ უნდა იყოს მანქანა ფუფუნება? რა მოხდებოდა, თუ ის სამომხმარებლო საქონლად იქცეოდა? ფრანც ბეკენბაუერის კითხვის არსი იყო: რატომ უნდა იდგეს ყველა თავის პოზიციაზე? რატომ არ შეუძლიათ მცველებსაც გოლების გატანა?  

ახლა

  თუ დიდ კითხვის ფორმულირებას წლები ესაჭიროება, რა უნდა გააკეთო ახლა, როდესაც თექვსმეტი წლის ხარ? იმუშავეთ ასეთი კითხვის მოსაძიებლად. დიდი კითხვები მოულოდნელად არ ჩნდებიან. ისინი თანდათან ლაგდებიან თავში. გამოცდილება ეხმარება ამ პროცეს. დიდი კითხვების პოვნის გზა არ არის მათი ძიება. ესეიგი, იმისათვის რომ დიდი კითხვა იპოვო, არ გჭირდებათ მისი ძებნა -- არ უნდა იხეტიალოთ ფიქრებში, თუ რა დიდი აღმოჩენა უნდა მოვახდინო? თქვენ არ შეგიძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა; რომ შეგეძლოთ, უკვე გააკეთებდით ამ აღმოჩენას.   გზა, რომ დიდი იდეა გაგიჩნდეს თავში, არის არა ნადირობა დიდ იდეებზე, არამედ დიდი დროს დათმობა თქვენთვის საინტერესო საქმისადმი და ამ პროცესში გონება საკმარისად გახსენით, რომ დიდმა იდეამ შეძლოს თქვენი გატაცება. აინშტაინმა, ფორდმა, ბეკენბაუერმა - ყველამ გამოიყენა ეს რეცეპტი. მათ ყველამ იცოდა თავისი სამუშაო, როგორც პიანისტმა იცის კლავიატურა. ამიტომ, როდესაც მათ ეჩვენებოდათ, რომ რაღაცა არასწორი იყო, მათ საკმარისი თავდაჯერებულობა ჰქონდათ ამის აღიარებისათვის.   როგორ დავაბანდოთ დრო და რაში? უბრალოდ აირჩიეთ ისეთი პროექტი, რომელიც თქვენთვის საინტერესოა: იმისათვის რომ მასალას დაეუფლო, გააკეთო რაიმე, ან უპასუხო რამე კითხვას. შეარჩიეთ პროექტი, რომელის შესრულებას თვეზე ნაკლები დრო დასჭირდება და ეს იყოს ის, რისი დასრულების საშუალება გაქვთ. გააკეთე რაიმე ისეთი რთული, რომ დაგძაბოს, მაგრამ მხოლოდ მსუბუქად, განსაკუთრებით დასაწყისისთვის. თუ თქვენ ირჩევთ ორ პროექტს შორის, აირჩიეთ ის, რაც უფრო საინტერესოდ გეჩვენება. თუ ერთი პროექტი ჩავარდება, დაიწყეთ მეორე. გაიმეორეთ სანამ, შიდა წვის ძრავის მსგავსად პროცესი არ გახდება თვითმართვადი და თითოეული პროექტი არ დაიწყებს შემდეგი პროექტის წარმოებას. (ამას შეიძლება წლები დასჭირდეს).   შეიძლება გონივრული აღმოჩნდეს, რომ არ გააკეთო პროექტი “სკოლისათვის” თუ ის გზღუდავთ ან სამუშაოს ამსგავსებს. ჩართე შენი მეგობრები, თუ გინდა, მაგრამ არც ისე ბევრი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან უპასუხისგებლოები. მეგობრები გაძლევენ მორალურ მხარდაჭერას (ცოტა  კომპანია იხსნება ერთი ადამიანის მიერ), მაგრამ საიდუმლოებას აქვს თავისი უპირატესობა. არის  რაღაც სასიამოვნო საიდუმლო პროექტში. გარდა ამისა, თქვენ უფრო მეტი რისკის გაწევა შეგიძლიათ, რადგან ვერავინ გაიგებს, თუ პროექტი ჩავარდება.   არ ინერვიულოთ, თუ გეჩვენებათ, რომ პროექტმა  გადაუხვია იმ გზიდან, რომელზეც უნდა ყოფილიყავით. გზა შეიძლება იმაზე მეტად გაგრძელდეს ვიდრე ვარაუდობდით. ამიტომ მიეცით საშუალება გაიზარდოს გზა პროექტიდან გამომდინარე. ამაში ყველაზე მნიშვენოლვანი არის ის რომ იყო ამ პროცესით აღბრთოვანებული,, იმიტომ რამ ამ დროს სწავლობ კეთებით.   ნუ უგულებელყოფ უღირსო მოტივებს. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივი არის სურვილი, რომ იყო სხვა ადამიანებზე უკეთესი რაღაცაში. ჰარდიმ თქვა, რომ ზუსტად ამან მისცა მას საწყისი ბიძგი, და ვფიქრობ, რომ მასში ერთადერთი  უჩვეულო ის არის, რომ მან ეს აღიარა. მეორე ძლიერი მოტივი არის სურვილი კეთების, ან ცოდნის ისეთი რამის, რაც, შენ თითქოს არ უნდა იცოდე. მასთან მონათესავო სურვილი არის რაიმე სიმამაცის გაკეთება. იგულისხმება, რომ თექვსმეტი წლის ბავშვები არ უნდა წერდნენ რომანებს. ამიტომ თუ თქვენ შეეცდებით, რასაც არ უნდა მიაღწიოთ, შეფასების დადებითი მხარეს აღმოჩნდება; თუ სრულად ჩავარდებით, ეს მაინც არ იქნება მოლოდინზე უარესი. [^8]   უფრთხილდით ცუდ მოდელებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი სიზარმაცეს ამართლებენ. როდესაც ვსწავლობდი სკოლასი ვწერდი მოკლე "ეგზისტენციალისტურ" მოთხრობებს, როგორიც მინახია ცნობილი მწერლების ნაწარმოებში. ჩემს მოთხრობებში არ იყო  ბეევრი ინტრიგა, მაგრამ  ძალიან ღრმა იყო. მათი დაწერა უფრო ადვილი იყო, ვიდრე გასართობი მოთხრობების. მე უნდა მცოდნოდა, რომ ეს საფრთხის ნიშანი იყო. სინამდვილეშიც, ჩემი მოთხრობები საკმაოდ მოსაწყენი იყო; მე აღფრთოვანებული ვიყავი იმ იდეით, რომ დამეწერა რაღაცა სერიოზული, ინტელექტუალური, ცნობილი მწერლების მსგავსად.   ახლა მე მაქვს საკმარისი გამოცდილება იმის გასაცნობიერებლად, რომ ის მწერლები ნამდვილად მოსაწყენები იყვნენ. ბევრი ცნობილი ადამიანი აკეთებს მოსაწყენ საქმეს; მოკლევადიან პერიოდში, ადამიანის მუშაობის ხარისხი ცნობადობის მხოლოდ მცირე ნაწილია. ნაკლებად უნდა მეფიქრა იმაზე, რომ ისეთი რამე გამეკეთებინა, რაც მაგრად გამოიყურებოდა და უფრო მეტად მეფიქრა იმაზე, რაც მომწონდა. სინამდვილეში, ეს არის გზა იყო მაგარი.   მრავალი პროექტის საკვანძო ინგრედიენტი, თითქმის თვითონ პროექტი, არის კარგი წიგნების ძიება. წიგნების უმეტესობა ცუდია. თითქმის ყველა სახელმძღვანელო ცუდია [^9]. ამიტომ ნუ ჩავთვლით, რომ საგანი უნდა ისწავლებოდეს ნებისმიერი წიგნიდან, რომელიც ხელში მოგხვდებათ. თქვენ აქტიურად უნდა მოძებნოთ კარგი წიგნების მცირე რაოდენობა.   მნიშვნელოვანია, დაიძრა ადგილიდან და დაიწყოთ კეთება. იმის ნაცვლად, რომ დაელოდო თუ  როდის გასწავლიან, წადი და ისწავლე.   თქვენს ცხოვრებას არ უნდა მართავდნენ მიმღები კომისიის წევრები. თქვენს საკუთარ ცნობისმოყვარეობას შეუძლია მართოს ის. ცნობისმოყვარეობა ხელმძღვანელობს ყველა მიზანდასახული ადამიანის ცხოვრებას. თქვენ არ ხართ ვალდებული ელოდოთ, რომ დაიწყოთ. სინამდვილეში, თქვენ არ უნდა დაელოდოთ, რომ გახდეთ ზრდასრული. თქვენში არ არის არანაირი გადამრთველი, რომელიც მაგიურად იბრუნებს, გარკვეულ ასაკში მოხვედრისას ან რომელიმე დაწესებულების დამთავერბისას. თქვენ ხდებით ზდასრული, როდესაც გადაწყვეტთ პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენ ცხოვრებაზე. ამის გაკეთება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ. [^10]   ეს შეიძლება სისულელეს გავდეს. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მე მხოლოდ არასრულწლოვანი ვარ, არ მაქვს ფული, სახლში უნდა ვიცხოვრო და უნდა ვაკეთო ის, რასაც უფროსები მეუბნებიან მთელი დღე. ისე, უფროსების უმეტესობა მსგავს რთულ გარემოში მუშაობენ და ამას თავს ართმევენ. თუ ფიქრობთ, რომ იყო ბავშვი მძიმეა, წარმოიდგინეთ როგორია შვილების ყოლა.   ერთადერთი რეალური განსხვავება ზრდასრულსა და სკოლის მოსწავლეს შორის არის ის, რომ ზრდასრულები აცნობიერებენ რაღაცების ბოლომდე გაკეთების საჭიროებას, ხოლო მოსწავლეები - არა. ამგვარი გაცნობიერება დაახლოებით 23 წლის ასაკიში ხდება. მე წინასწარ გიმხელთ ამ საიდუმლოს, ასე რომ შეუდექი საქმეს. შეიძლება თქვენ გახდეთ პირველი თაობა, რომელიც არ ინანებს, თუ რამდენი დრო დაკარგეს სკოლაში.  


Მადლობთ ინგრიდ ბასეთი, თრევორ ბლაქველი, რიჩ დრავესი, დან გრიფინი, სარა ჰარლინი, ჯესიკა ლივინგსტონი, ჯაკი მაქდონო, რობერტი მორისი, მარკ ნიტზბერგი, ლისა რანდალი, და აარონ შუართზი რომ ხაიკიტხეს ამისი დრაფტები, და მეტი შვები რომ დამელაპრაკეს საშუალო სკოლაზე.


Thank you Elene Asanidze, Gua Tabidze, Irakli Safareli, Lana Nozadze, Sandro Asanidze, Shota Giorgobiani, George Parunashvili, Manana Parunashvili for your immense help in translation.   [^1]: ერთი ჩემი მეგობარი ექიმი ამბობს რომ ამანც კი შეიძლება არასწორი სურათი მოგვცეს, ამიტომ საფრთხილოა. “ვინ იცის რამდენი დროს წაიღებდა ან რამდენად მცირე ავტონომია ექნებოდა ადამიანს წლობით დაუსრულებელი სწავილსთვის, და რა დაუჯერებლად ნერვებზე ამშლელია მორიგეობა?”   [^2]: Მისთვის საუკეთესო არჩევანი შეიძლება არისგახდეს დიქტატორი და აიძულოს NBA რომ თამაშის უფლება მიცენ.. Ჯერ-ჯერობით მსგავსი ტიპის მიღწევა მხოლოდ მშორმის მინისტრს ააქვს.   [^3]: დროებითი სამუშაო არის ის რაც გადასახადებს გახდევინებს, რათა შესაძლებლობა გქონდეს გააკეთო ის რაც მართლა გსურს. მაგალითად, დაუკრა ბენდში ან გამოიგონო ალბათობის თეორია.   Ზოგი სტუდენტვისთვის ესმიდგომა სკოლაში შესაძლოა კარგი ქულების ადვილად მიღებაში აისახოს. . თუ გაკვეთილებს უდგებიროგორც თამაშს, არ დაკარგავ იმედს თუ ის უაზრო მოგეჩვენება.   Რაც ცუდიც არ უნდა იყოს შენი გაკვეთილები, შენ გჭირდება გჭირედბა მიიღო კარგი ქულები ნორმალულ კოლეჯში მოსახვედრად. და ამის გაკეთება ღირს, რადგან დღეს-დღეობით უნივერსტეტი არის ის ადგილი სადაც ჭკვიანი ადამიანები იკრიბებიან.   [^4]: მეორეყველაზე დიდი სანანებელი იყო უნიშვნელო თემებით დაინტერესება. და განსაკუთრებით თუ რას ფიქრობდნენ სხვები მათზე

Ჩემი აზრით ისინი სინამდვილეში იმას გულისხმობენ, რომ ზედმეტად აინტერესებდათ თუ რას ფიქრობდნენ შემთხვევითი ადამიანებიმათზე. Ზრდასრულებს ზუსტად იგივენაერად აღელვებთ ის, თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე, მაგარამ ისინი უფრო სელექციურები არიან სხვა ადამიანების მიმართ.
 
Მე მყავს დაახლოებით 30 მეგობარი ვის აზრასაც ჩემითვის მნიშვნელობა აქვს, და ყველა დანარჩენის აზრი ჩემზე გავლინას ვერ ახდენს. Სკოლაში პრობლემა ის არის რომ შენი თანატოლები არჩეულები არიან ასაკობრივი და გეოგრაფიული შემთხვევითობით, ვიდრე საკუთარი შეხედულებით მათ პიროვნებაზე.

  [^5]: დროს დაკარგვის ძირითადი მიზეზიარის ყურადღების გაფანტვა, დისტრაქცია.. ყურადღების გაფანტვისგარეშე თქვენი ტვინისთვის ზედმეტად აშკარაა რომ არ იყენებ მას, და არაკოპურტულად იგრძნობ თავს. თუ გსურს რომ განსაზღვრო რამდენად დამოკიდებული გახდი ყურადყების გატაცვაზე, გამოცადეეს ექსპერიმენტი: გადადე დრო შაბათ-კვირას რომ დაჯდე მარტო და იფიქრო. Შეიგძლია აიღო რვეული დადაწერო შენი აზრები, მაგრამ სხვა არაფერი: არა მეგობრები, ტელევიზორი, მუსიკა, ტელეფონი,იმეილი, ინტერნეტი, თამაშები, წიგნები, ახალ-ამბემბი ან ჟურნალები. ერთ საათის განმვალობაში უმეტესობა გრწნობს ყურადღების გაფანტვის ლტოლვას.   [^6]: არ ვმგულისხმობ რომ Მოსამზადებელი სკოლების ერთადერთი მიზანი არის რომ მოატყუოს მიმღები კომისიის წევრებ. ისინი ზოგადათ უფრო კარგ განათლებას კი აძლევენ, Მაგრამ გამოსინჯე ეს ფიქრის ექსპერიმენტი: დავუშვათ Მოსამზადებელი სკოლები უფრო კარგ განათლებას აძლევდნენ, მაგრამ ძალიან მცირე (.0001) ეფექტი ქონდა კოლეჯის ჩაბარებაზე. Მაინც Რამდენი მშობელი გაგზავნიდა მისი შვილებს მათთან?

შეიძლება ასევე ითქვას, რომ ბავშვები, რომლებიც მოსამზადებელ სკოლებში დადიოდნენ, რადგან მათ მეტი ისწავლეს, კოლეჯის უკეთესი კანდიდატები არიან. მაგრამ ეს ემპირიულად მცდარია. Რასაც სწავლობ იმავე ყველე კარგ საშუალო სკოლაში არის დამრგვალების შეცდომა შედარებით თუ რა ისწავლება კოლეჯში. საჯარო სკოლის ბავშვები შედიან მცირე დანაკარგით, მაგრამ მეორე წლიდან უკვე იწყებენ წინ დაწინაურებას..
 
(არ ვამბობ რომ ადგილობრივი სკოლის ბავშვები არიან უფრო ჭკვიანი ვიდრე Მოსამზადებელი სკოლების, მარტო რომ კოლეჯებში უფრო ჭკვიანები არიან. ეს კი გამოდის, თუ გჯერა რომ Მოსამზადებელი სკოლები ზრდიანბავშვების ჩაბარების შანსებს.)

  [^7]: რატომ მოგექცაჩაიდინა საზოგდოება ასეარაკეთილსინდისიერად?. Უპირველესად, გულგრილობა. უბრალოდ არ არსებობენ გარე ძალები რომლებიიც ძალას დაატანენსაშუალო სკოლებს რომ ივნენ კარგები. Ჰაერის კონტროლის სისტემა მუშაობს იმიტომ რომ თიფთვრინავები ავარიაში მოხდებოდან მის გარეშე. Ბიზნესებმა უნდა დააქმაყოფილონ მისი კლიენტები, თუ არა მისი კონკურენტები დაესაკუთრებიან მათ. Მაგრამ, თიფვთვრინავი არ  ჩამოვარდება თუ შენი სკოლა ცუდია, და მასარ ყავსკონკურენტი. Საშუალო სკოლა არ არის ბოროტი; არის უწესრიგო; მარამ უწესრიგობასაკმაოდ ცუდია.   [^8]: და შემდეგ, რა თქმა უნდა არის ფული. Ეს დიდი ფაქტორი არ არის სკოლის დროს, რადგან ჯერ არ იცი ისეთ რამეების გაკეთება რაც ხალხს ჭირდება. Მაგრამ, ძალიან ბევრირამე შეიქმნა ძირიდად ფულის გამომუშავებისათვის. Სამუელ ჯონსონმა თქვა “დებელიბს გარდა არა ადამიანს დაუწერია ფულის პროსპეკტის გარეშე” (მეტი იმდოვნებს რომ იგი გაზვიადებდა)   [^9]: უფრო მეტიც, კოლეჯში სახელმძღვანელებიც კი ცუდია. Როცა შეხვალ კოლეჯში, აღმოაჩენ რომ (რამოდენიმე ვარვსკვალური გამონაკლისის გარდა) სახელმძღვანები არ არის დაწერილი მისი სფეროს წამყვიან მეცნიერებებისგან. Კოლეჯის სახელმძღვანელოს წერა არ არის სასიამომნო სამუშავო და უმეტემოსობა არის დაწერილი იმ ადამაების ვისაც შჭირდებათ ფული. არ არის სასიამოვნო, იმიტომ რომ გამომცემლები მკვეთრადაკონტროლებენ, და არაფერი არ მცირეთ არის რამე უფრო ცუდი ვიდეო რომ ვინმე გაკონტროლებს და ვერც კი იგებს შენ რას აკეთებ. ეს ფენომენი აშკარად კიდევ უფრო უარესია საშუალო სკოლის სახელმძღვანელოების წარმოებაში.   [^10]: შენიმასწავლებლები ყოველთვის გეუბნებიან რომ უნდა მოიქცეთ როგორც ზრდასრულები. ვეჭვობ თუ  რამდენად მართლა მოეწონებათ თუ მასემოიქცევით. Შეიძლება ხმამაღალი და არაორგანიზებული ყვნენ, მაგრამ შედარებით მორჩილი ხართ ზრდასრულებთან შედარებით. მართლა რომ დაგეწყოთ მოქცევა როგორც ზრდასურლები, იგივე იქნებოდა როგორც ზრდასურლები დაატრანსპორტეს თქვენ სხეულში. Წარმოიდგნიე პოლიციის ოფიცეიან ტაქსისტი როგორ მიიღებს ინსტრუქციას რომ უნდა შეეკითხოს მასწავლებელს როცა უნდა წავიდეს ტვალეტში, და მარტო ერთ ადამაინს შეუძლია წასვლა ერთ ჯერზე. თუ ზრდასრულები მართლა აღმოჩდნენ საშუალო სკოლაში, ისევე პროფკავშირს შექმნიდნენ და ადმინისტრაციისთვის ყველა წესის ხელახალი მოლაპარაკებას დაიწყებდნენ.